ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„გასულ წელს დასაქმებულთა მეოთხედს, სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა“

„გასულ წელს დასაქმებულთა მეოთხედს, სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა“

2023 წელს, დასაქმებულთა დაახლოებით 25%-ს, ანუ დასაქმებულთა მეოთხედს, რაც დაახლოებით 330 ათასი დასაქმებულია, სახელმწიფოს მიერ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, გამომდინარე იქედან, რომ 2023 წელს ხელფასის ამღებთა რაოდენობა, სამუშაო ასაკის და 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის ჯამური რაოდენობის 40%-ს შეადგენდა, თუ საპენსიო ასაკის მოსახლეობას არ ჩავთვლით, მაშინ ერთი ხელფასი საშუალოდ 2.5 ადამიანზე ნაწილდებოდა.
„ამ მონაცემის გათვალისწინებით, საარსებო მინიმუმის შესაბამისი დარიცხული ხელფასი 2023 წელს, თვეში 770 ლარი, ან წელიწადში 9,250 ლარი იყო (ანუ იმისთვის, რომ ხელზე ასაღები ერთი ხელფასი საშუალოდ 2.5 ადამიანზე გადანაწილდეს და თითო ადამიანს ხელზე ასაღები 250 ლარი ერგოს).
შესაბამისად, 2023 წელს, სამუშაო ასაკის და 15 წლამდე ასაკის მოსახლეობის სულ მცირე 40%-ს, ანუ 1,200,000 ადამიანს საარსებო მინიმუმზენაკლები თანხა გააჩნდა. მაშინ როცა, საქსტატის მონაცემების მიხედვით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა იმავე 2023 წელს - 181.9 ათასი იყო, ხოლო სოციალური მომსახურების სააგენტოს მიხედვით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 168.9 ათას ოჯახს შეადგენდა, რაც ჯამში მხოლოდ ნახევარია ქვეყნის შიგნით არსებული ხელფასებით მიღებული თანხების მიხედვით დათვლილი, საარსებო მინიმუმზე ნაკლების მქონე ადამიანთა რაოდენობის“, - ნათქვამია სტატიაში.
ცნობისთვის, „საქსტატი“ საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით ანგარიშობს, რომელიც ითვალისწინებს კვების პროდუქტების მოხმარების მინიმალურ ნორმებს, ხოლო სტატისტიკური მეთოდით განისაზღვრება დანახარჯები არასასურსათო საქონელსა და მომსახურებაზე. საარსებო მინიმუმის კლება/მატება კი აღნიშნული პროდუქტების ფასებზეა დამოკიდებული.
სასურსათო კალათა 40 პროდუქტს მოიცავს. საარსებო მინიმუმი იმ შემთხვევაში იზრდება, თუ ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი იმატებს, ე.ი. ცხოვრება ძვირდება და პირიქით.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.