ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გასულ წელთან შედარებით, Rosneft-ის მოგება 70%-ით შემცირდა

გასულ წელთან შედარებით, Rosneft-ის მოგება 70%-ით შემცირდა

რუსეთის უდიდესი ნავთობის მწარმოებლის Rosneft-ის იანვარ-სექტემბრის მოგება წინა წელთან შედარებით 70%-ით შემცირდა და 3.57 მილიარდ დოლარს შეადგინა.
გავრცელებულ განცხადებაში კომპანია მოგების 70%-იანი კლების მიზეზად მაღალ საპროცენტო განაკვეთებს, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფებასა და ძლიერ რუბლს ასახელებს.
Rosneft-მა აღნიშნა, რომ კომპანიის შედეგებზე დამატებითი ზეწოლა მოახდინა "ანტიტერორისტული უსაფრთხოების" უზრუნველყოფის ზრდამ. ნავთობკომპანიას არ დააკონკრეტა, კონკრეტულად რომელ უსაფრთხოების ზომებს გულისხმობდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ უკრაინამ აგვისტოს შემდეგ რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე ზეწოლა გააძლიერა.
Rosneft-ის განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში შემოსავალი 17.8%-ით შემცირდა.
"რუსეთის ბანკის ძირითადი საპროცენტო განაკვეთის მაღალი დონე კვლავ მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს მოგებაზე. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში არაფულადი და ერთჯერადი ფაქტორები მაჩვენებლის დინამიკაზე უარყოფითად აისახა" - ნათქვამია განცხადებაში.
tabula.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.