არქივი15 მარტი, 2025, 11:36
გასულ ღამეს ვაკეში მოკლული პირი ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა

გასულ ღამეს ვაკეში მოკლული პირი ე.წ კანონიერი ქურდის, მერაბ ჯანგველაძის ძმა, ლევან ჯანგველაძეა.
მას ჭავჭავაძის გამზირზე, ქვეითთა გადასასვლელთან რამდენჯერმე ესროლეს.
არსებული ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძე თბილისში რამდენიმე დღით იყო ჩამოსული და ის დაცვის თანხლებით გადაადგილდებოდა.
ცნობისთვის, მომხდარისას მსუბუქად დაიჭრა ერთი გამვლელი, რომელსაც ბრმა ტყვია მოხვდა. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.