გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

გთავაზობთ გასული კვირის (8-18 აპრილი) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 7 ტონა ოქრო შეიძინა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 500 მილიონი დოლარის ღირებულების 7 ტონა ოქრო შეიძინა. ეროვნული ბანკის 4.77-მილიარდიანი სავალუტო რეზერვები მხოლოდ სარგებლიანი ფასიანი ქაღალდებისგან შედგება, რომელთა შორისაც ყველაზე დიდი წილი -ის სახაზინო ობლიგაციებზე და სხვა გლობალურ ბონდებზე მოდის, შესაბამისად ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რეზერვებში მონეტარული ოქრო გაჩნდა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ნაყიდი 999.9 სინჯის ოქროს ზოდების საქართველოში ჩამოტანა მოხდება.
ეროვნული ბანკის თანახმად, მათ მონეტარული ოქროს შესყიდვის გადაწყვეტილება 2024 წლის 1 მარტს მიიღეს.
IMF-ის პოზიცია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 7 ტონა ოქროს შესყიდვაზე
გადაცემა “ანალიტიკა” დაინტერესდა თუ რა შეფასება აქვს საერთაშორისო სავალუტო ფონდს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული ოქროს შესყიდვაზე. ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი აღნიშნავს, რომ სებ-ი გამონაკლისი არაა და გლობალურად ცენტრალური ბანკების მხრიდან მზარდი დაინტერესებაა ოქროს შესყიდვის მიმართ.
„ცენტრალური ბანკებისთვის საკმაოდ დამახასიათებელია საკუთარი საერთაშორისო რეზერვების გარკვეული ნაწილი ოქროში განათავსონ. მეტიც, მართალია ოთხი ათწლეულის განმავლობაში ამ ტიპის რეზერვების კლების ტენდენციას ვაკვირდებოდით, გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ეს ტენდენცია ისევ შეიცვალა და გლობალურად, ცენტრალური ბანკების ოქროს რეზერვები ისევ ზრდის ტენდენციას აჩვენებს. ამ თვალსაზრისით სებ–ი გამონაკლისი არ არის. ოქრო ცენტრალური ბანკების მენეჯერების მიერ მიჩნეულია, როგორც უსაფრთხო აქტივი, ეკონომიკური, ფინანსური და გეოპოლიტიკური ვოლატილობის პერიოდებში“ – ასე უპასუხა საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენლმა ენდრიუ ჯუელმა „ანალიტიკა“–ს.
რატომ ჩამოიტანს ეროვნული ბანკი ოქროს საქართველოს საცავში – განმარტება
გადაცემა “წერტილის” ეთერში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით უტიაშვილმა 7 ტონა მონეტარული ოქროს ლონდონიდან თბილისში ჩამოტანის და სებ-ის საცავში შენახვის გადაწყვეტილება განმარტა. მისი თქმით, სებ-ი ოქროს გრძელვადიანი მიზნით შენარჩუნებას გეგმავს, ამიტომაც მისი თბილისში ჩამოტანა გადაწყდა.

ასევე დაგაინტერესებთ