ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს 26 თანამშრომელი ეყოლება

გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს 26 თანამშრომელი ეყოლება
გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შეიქმნა, შრომითი ხელშეკრულებით 26 თანამშრომლის აყვანის უფლება მიეცა - ამის შესახებ მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი.
🔴 გასტრონომიის ეროვნული სააგენტო 20 ივლისს შეიქმნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს მიზანი ქვეყნის გასტრონომიული მემკვიდრეობის დაცვა, განვითარება, პოპულარიზაცია და საერთაშორისო ცნობადობის გაძლიერება, ასევე გასტრონომიის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის (სტრატეგიის) ფორმირებაა. უწყების თავმჯდომარედ ლევან ქარუმიძე დაინიშნა.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.