გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ
გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე წერს.
როგორც ის აღნიშნავს, სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი “ევროპა” არ არსებობს.
“გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ.
მიზეზი მარტივია – როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი, რომ პირველივე არგუმენტირებულ საუბარში ეს ყალბი კონსტრუქცია ერთი მართალი სიტყვის შეხებით ჩამოგეშლება.
სიმართლის პატივისცემისა და კრიტიკისადმი გახსნილობის გარეშე არანაირი “ევროპა” არ არსებობს”, – წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის დიალოგის შეხვედრა გადაიდო. აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყებაში აცხადებენ, რომ “საკითხის მორიგი სპეკულაციებისთვის გამოყენება აჩენს საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ბრიუსელი არაა მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ მეტრეველი ბერდია სიჭინავას: ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ხუმრობა არც პოლიტიკური კრიტიკაა და არც “ქართულ ჯიგრულ პონტში” ჯდება – კარგად იცი, შარმანაშვილი რთულ დაავადებას ებრძვის. განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები შეიძლება გვქონდეს, მაგრამ ადამიანობა ყველასთვის ერთი სტანდარტი უნდა იყოს