ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარე ძალები, შინა მეხუთე კოლონასთან ერთად ალიანსში, აშკარად შეტევაზე გადმოვიდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ – მაგრამ ეს “პატარა კაცი” აცხადებს, რომ მზადაა თავისი სიმართლის დასაცავად

გარე ძალები, შინა მეხუთე კოლონასთან ერთად ალიანსში, აშკარად შეტევაზე გადმოვიდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ – მაგრამ ეს “პატარა კაცი” აცხადებს, რომ მზადაა თავისი სიმართლის დასაცავად
აშკარაა, რომ ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის. გარე ძალები, შინა მეხუთე კოლონასთან ერთად ალიანსში, აშკარად შეტევაზე გადმოვიდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, – ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, „როდის და როგორ იყო ჩართული „გლობალური ომის პარტია“ ქვეყანაში მძიმე პროცესების განვითარებაში, ამაზე ნამდვილად გვაქვს ინფორმაცია, რომლის გასაჯაროებისაც ნამდვილად უნდა ეშინოდეს“.
გვენეტაძის თქმით, საქართველო მზადაა თავისი სიმართლის დასაცავად.
„აშკარაა, რომ ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის! გარე ძალები, შინა მეხუთე კოლონასთან ერთად ალიანსში, აშკარად შეტევაზე გადმოვიდა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ! ამის დასტურია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის, ფაქტობრივად კი უზარმაზარი მსოფლიო იმპერიის უმაღლესი თანამდებობის პირის განცხადება პატარა საქართველოს მიმართ: “ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ”! ცხადია უნდათ აამოქმედონ ცნობილი პრინციპი, სახელდობრ: “დიდ კაცთან პატარა კაცს…”! მაგრამ საქმე შემდეგია, რომ ეს “პატარა კაცი” აცხადებს, რომ მზადაა თავისი სიმართლის დასაცავად!“ – წერს ედიშერ გვენეტაძე.
Next: როდესაც შენში თავისუფლებას ალტერნატივა არ გააჩნია, მხოლოდ მაშინ ხარ ჭეშმარიტად თავისუფალი, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს, მონობა, ლაქიაობა, მარიონეტობა – თავისუფლების ალტერნატივად არც კი განიხილება

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.