ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები, მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე და ავტობუსებში ჩარჩენილი ხალხი | უამინდობა საქართველოში

საქართველოს მაღალმთიანი რეგიონები უმძიმეს მეტეოროლოგიურ ვითარებაში არიან. იმერეთი, აჭარა, მცხეთა-მთიანეთი - სოფლებსა და ქალაქებში თოვლის საფარის სისქე ხშირ შემთხვევაში ერთ მეტრს აღწევს. ათეულობით სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია და ათობით ათას აბობენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

მძიმე ვითარებაა აჭარაშიც, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ასევე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გზებზე უმძიმესი მდგომარეობის გამო სამაშველო და სამედიცინო ბრიგადებს უჭირთ გადაადგილება. უკვე რამდენიმე დღეა გზას ვერ აგრძელებენ მძღოლები მცხეთა-მთიანეთში - კობი-გუდაურის გზაზე ხალხი ავტობუსებშია ჩარჩენილი.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.