ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მეთევზეობის აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების სემინარებში მიიღეს მონაწილეობა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობის აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების, ასევე, სააგენტოს ლიცენზირების დეპარტამენტის სპეციალისტებმა მონაწილეობა მიიღეს ტრაბზონში გამართულ მეთევზეობის და აკვაკულტურის მიმართულების სასწავლო სემინარებში. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ამავე ცნობით, სემინარები თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა (TİKA) და მეთევზეობის ცენტრალური კვლევითი ინსტიტუტის (SUMAE) ორგანიზებით განხორციელდა.
სასწავლო კურსი მოიცავდა აკვაკულტურის სანებართვო პირობების და გარემოსდაცვითი მოთხოვნების საკითხებს, ასევე, თევზის დაავადებებს, გარემოსდაცვით შეფასებებს და სარეწაო თევზების მარაგის შეფასების მათემატიკურ მოდელებს.
სააგენტოს სპეციალისტები თურქეთის რესპუბლიკაში აკვაკულტურის საქმიანობის დღევანდელ მდგომარეობას, მასთან დაკავშირებულ კანონმდებლობას და რეგულაციებს, შიდა წყლებისა და საზღვაო გალიების საწარმოების მუშაობის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპებსაც გაეცნენ, პრაქტიკული სწავლება გაიარეს თევზის ბაქტერიოლოგიური, ვირუსული, პარაზიტული და არაგადამდები დაავადებების დიაგნოსტირებაში.
აღნიშნულ სემინარებში მონაწილეობა ხელს უწყობს სააგენტოს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, გამოცდილების გაზიარებას და, შესაბამისად, ქვეყანაში მდგრადი მეთევზეობის და აკვაკულტურის პრინციპების დანერგვას.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.