ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარემოს ეროვნული სააგენტო - სტიქიის ზონებში 6-დან 12 თებერვლამდე გეოლოგების ჯგუფებმა 541 ოჯახი შეაფასეს - მდგრად ადგილზე გადაყვანას 300-მდე ოჯახი დაექვემდებარა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 3 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის 2 ჯგუფი იმერეთში და 1 ჯგუფი რაჭის ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იმერეთში დაფიქსირებულია მეწყრები, ხოლო რაჭაში მეწყრული და ღვარცოფული პროცესები.
„6-დან 12 თებერვლამდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 541 ოჯახი (მათ შორის აჭარის რეგიონში), გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 300-მდე ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
აღსანიშნავია, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.