გარემოს ეროვნული სააგენტო 16-18 ივლისს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16-17 ივლისს საქართველოში შედარებით მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის ხანმოკლე გაძლიერება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 18 ივლისს გამოიდარებს.
„ქ. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ელჭექის დროს შესაძლებელია ქარის ხანმოკლე გაძლიერება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +33, +35 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (, ქობულეთი, ანაკლია, ): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, , ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ტემპერატურა დღისით +25, +30 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, , ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ქარის გაძლიერებით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა