გარემოს ეროვნული სააგენტო – 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის სახით.
მათივე ცნობით, 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.
„მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ვანო წერეთელი – ვიღაც ქუჩის ბიჭს ჰგონია, რომ ძალა და კუნთები აქვს და სხვას მოერევა, მაგრამ რატომ ფიქრობს, რომ თუ შეურაცხყოფას მოგვაყენებენ, სამაგიეროს არ მიიღებენ? ვიღაცას მუშტს თუ მოუღერებენ, ეს უპასუხოდ არ დარჩება!

ზურაბ ჯაფარიძე: ამ ქვეყანაში, მთავრობის გინება ყოველთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, კარგი მთავრობაც რომ იყოს, შეგიძლია მაინც აგინო, ამას ვერ ჩაკლავენ, არ გახდება ეს ქვეყანა თურქმენეთი, აშხაბადი არ იქნება თბილისი, გამორიცხულია