პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარემოს ეროვნული სააგენტო - ხარაგაულის სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა, მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე - წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

გარემოს ეროვნული სააგენტო - ხარაგაულის სოფლებში, ხემაღალსა და ღვერკში არსებული მეწყერი გააქტიურდა, მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდინარე კორნებასღელე - წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკში, არსებული მეწყერი გააქტიურდა - მეწყრულმა მასებმა ნაწილობრივ გადაკეტა მდ. კორნებასღელე.
აღნიშნულის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
„დამატებითი საფრთხეების შეფასების მიზნით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ოპერატიულად მოახდინეს სიტუაციის შეფასება. წინასწარი ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.
სააგენტოს გეოლოგები ამ დრომდე ადგილზე იმყოფებიან. მათ მიერ, შესაბამის უწყებებთან ერთად გაიცა რეკომენდაციები, რაც გულისხმობს შეგუბების უბანზე გაწმენდით სამუშაოებს, ასევე, მეწყრის ზონაში მონიტორინგის დაწესებას“,- ნათქვამია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.