ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარემოს ეროვნული სააგენტო - საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება - ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება - დაბლობსა და ბარში 39-40 გრადუსამდე, მთაში 37-40 გრადუსამდე

საქართველოში საშუალო ტემპერატურა ზაფხულის განმავლობაში მცირედით მაღალი იქნება, ხოლო ნალექები ნორმაზე ნაკლები და ნორმის ფარგლებში, - ამის შესახებ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს კლიმატის სამმართველოს განყოფილების უფროსმა, ხათუნა ქოქოსაძემ ზაფხულის პროგნოზის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ცალკეულ პერიოდში შესაძლებელია ტემპერატურის მომატება - დაბლობსა და ბარში 39-40 გრადუსამდე. მთიან ზონაში 37-40 გრადუსამდე, ხოლო მაღალმთიან ზონაში 33-37 გრადუსამდე.

ზაფხულის პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია ზაფხულისთვის დამახასიათებელი მოვლენები, როგორიც არის გვალვა, თბური ტალღები და ასევე შესაძლებელია ძლიერი ნალექი“,- განაცხადა ხათუნა ქოქოსაძემ.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.