ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარემოს ეროვნული სააგენტო - აღმოსავლეთ საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება

გარემოს ეროვნული სააგენტო - აღმოსავლეთ საქართველოში ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის ზრდა შეინიშნება

26 ივლისიდან აღმოსავლეთ საქართველოში, შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ატმოსფერულ ჰაერში, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების სუსტი გავრცელებით.
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს ინფორმაციას ჰაერის ხარისხის მდგომარეობის შესახებ და ასევე, მიიღოს ჯანდაცვითი რეკომენდაციები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე https://air.gov.ge "რეკომენდაციების" ველში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.