არქივი1 აგვისტო, 2024, 12:09
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი იზრდება
ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი იზრდება,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 15.6 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მოცულობა 146 ტონით (1%-ით), ხოლო ღირებულება - 1.1 მლნ აშშ დოლარით (7%-ით) გაიზარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.