გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გურიაში, იმერეთსა და მცხეთა-მთიანეთში ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინა.
სამართალდარღვევები დაფიქსირდა ოზურგეთის, ხონისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებში.
სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით, მდინარეების – სუფსის, ცხენისწყლისა და მტკვრის კალაპოტებიდან უკანონოდ მოიპოვეს ჯამში 60 კუბურ მეტრამდე მოცულობის ქვიშა-ხრეში.
ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვებით გარემოს დიდი ზიანი ადგება და სერიოზული ეკოლოგიური შედეგებიც შეიძლება მოჰყვეს; მათ შორის: მდინარის კალაპოტების დეფორმირება, ნაპირების ჩამონგრევა, რამაც შეიძლება გამოიწვია სავარგულების მიტაცება, გაუვარგისება, ეროზია, ასევე, დასახლებული პუნქტების დატბორვა, წარეცხვა, წყლის დონის კლება, ეკოსისტემების განადგურება.
გარემოსთვის ზიანის პრევენციის, ბუნებრივი რესურსების დაცვისა და სამართალდარღვევების მინიმუმამდე დაყვანის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები, ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ. შედეგად, 2026 წლის მხოლოდ იანვარში, ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების 9 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 3 ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს