ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარემომ, სადაც პროცესები გამჭვირვალე არაა, შესაძლოა, უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე - ზაზა გოგოტიშვილი

გარემომ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები გამჭვირვალე არ არის, შესაძლოა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ანაგის“ დამფუძნებელი ზაზა გოგოტიშვილი წერს. მისი თქმით, ევროპული ღირებულებები უალტერნატივოა, მაგრამ სტაბილურობა და გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი ფასეულობებია.
„ჩემთვის, როგორც ქართველი ბიზნესმენისთვის, რომელიც 35 წელია სტაბილურად ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე, ევროპა და ევროპული ღირებულებები ყოველთვის იყო და იქნება უალტერნატივო არჩევანი. შესაბამისად, კარგად მესმის მშვიდობის და სტაბილურობის ფასი, რაც დროთა განმავლობაში მოიპოვა საქართველომ.
მიმაჩნია, რომ ევროპული, თანამედროვე, დემოკრატიულ და სამართლის პრინციპებზე დამყარებული სახელმწიფო მაშინ შეძლებს განვითარებას, თუ მეტი ინფორმაცია იქნება ხელმისაწვდომი ხალხისთვის.
იმ შემთხვევაში თუ უფრო ინფორმირებული გახდება საზოგადოება, თითოეულ მხარეს ექნება შესაძლებლობა ჩაერთოს ამა თუ იმ პროცესში და გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე შეძლოს გადაწყვეტილებების გააზრებულად მიღება.
გარემომ, სადაც მნიშვნელოვანი პროცესები გამჭვირვალე არ არის, შესაძლოა ძალიან დიდი უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სტაბილურობაზე და საფრთხე შეუქმნას საქართველოს ევროპულ მომავალს, დასავლურ მომავალს, სადაც სტაბილურობა და გამჭვირვალობა ერთ-ერთი მთავარი ფასეულობებია“, - წერს „ანაგის“ დამფუძნებელი ზაზა გოგოტიშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.