გარემოვაჭრეებისგან ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს თბილსერვისის თანამშრომელი

მოკლედ
· ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილსერვისის თანამშრომელი დააკავა გარემოვაჭრეებისგან ქრთამის აღების ბრალდებით.
· გამოძიების მიხედვით, დაკავებული გლდანში, მეტროსადგურ ახმეტელთან ორ კვირაში ერთხელ 3 000 ლარს სთოვდა გარემოვაჭრეებს იმის სანაცვლოდ, რომ წინასწარ გააფრთხილებდა მოსალოდნელი კონტროლის საფრთხეზე, თავს შეიკავებდა მათი დაჯარიმებისგან და დაეხმარებოდა ჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნებაში.
· გამოძიებას მტკიცებულებად აქვს აუდიო/ვიდეო ჩანაწერები, ნივთმტკიცებად კი ნაღდი ფული.
· დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფინანსური პოლიციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, დაკავებული თბილსერვის ჯგუფის შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტია. თბილსერვის ჯგუფი თბილისის მერიას დაქვემდებარებული სახელმწიფო ორგანიზაციაა.
“სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით 3 000 ლარის აღებისთანავე და ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით” – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)