“გა­რეგ­ნო­ბით ვერ მიხ­ვდე­ბი, რომ ბოლო დროს თავს კარ­გად არ გრძნობს”

რუსი პრი­მა­დო­ნა , რო­მე­ლიც ბოლო პე­რი­ოდ­ში კვიპ­როს­ში ცხოვ­რობს, სა­შო­პინ­გოდ ტან­საც­მლის ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც, მო­უ­ლოდ­ნე­ლად, ცუ­დად გახ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს.

რო­გორც სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბი თვითმხილ­ვე­ლებ­ზე დაყ­რდნო­ბით წე­რენ, მომ­ღე­რალ­მა გამ­ყიდ­ველს უთხრა, რომ თავს ცუ­დად გრძნობ­და. რო­გორც გა­ირ­კვა, პუ­გა­ჩო­ვას ფე­ხე­ბის შე­შუ­პე­ბა აწუ­ხებს.

“გამ­ყიდ­ველ­თან სა­უბ­რი­სას მან თქვა, რომ ბოლო დროს იძუ­ლე­ბუ­ლია დიდი ზო­მის ფეხ­საც­მე­ლი იყი­დოს, რად­გან ფე­ხე­ბი ძა­ლი­ან უშუპ­დე­ბა. იმ დღეს, რბი­ლად რომ ვთქვათ, პრი­მა­დო­ნა ძა­ლი­ან ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და”, – გა­ნა­ცხა­და მე­დი­ას­თან ერთ-ერ­თმა თვითმხილ­ველ­მა.

74 წლის ალა პუ­გა­ჩო­ვა გა­რეგ­ნუ­ლად იდე­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ის ხში­რად სტუმ­რობს კოს­მე­ტო­ლოგს და ასე­ვე უყ­ვარს და­ბე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრო­ცე­დუ­რე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. უარს არ ამ­ბობს პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ზეც.

გარ­და ამი­სა, პუ­გა­ჩო­ვა ხში­რად ჩნდე­ბა სა­ზღვარ­გა­რეთ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. “გა­რეგ­ნო­ბით ვერ მიხ­ვდე­ბი, რომ ბოლო დროს თავს კარ­გად არ გრძნობს”, – წერს მე­დია.

ასევე დაგაინტერესებთ