პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო დეკანოზი შალვა კეკელია ბოდიშს იხდის

გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო დეკანოზი შალვა კეკელია ბოდიშს იხდის

2019 წელს სიმსივნით გარდაცვლილი ჟურნალისტის, ანა მამულაშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო დეკანოზი შალვა კეკელია ბოდიშს იხდის. ამის შესახებ მან ტვ პირველთან ისაუბრა.
“თუ რამე არასწორად გაიგეს, მე ამაზე პატიებას და შენდობას ვითხოვ. არ მინდა თავის მართლების რეჟიმში ჩავდგე. მე ასე ვიცოდი სამწუხაროდ, თუ ასე არაა, პატიებას და შენდობას ვითხოვ ყველა ადამიანის წინაშე.” – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.
დეკანოზ შალვა კეკელიას მიერ ქადაგებისას გაკეთებულ განცხადებას, ჟურნალისტის შვილმა მია გოგელაშვილმა სიცრუე უწოდა.
მია გოგელაშვილის თქმით, ანა მამულაშვილი კანის სიმსივნეს – მელანომას ებრძოდა და ტყუილია შალვა კეკელიას ნათქვამი, რომ მას სიმსივნე 2007 წელს “იმედის” ტელევიზიის დარბევის დროს თავზე მიღებული დაზიანებებისგან განუვითარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.