ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარდაუვალი საომარი მოქმედებების მიუხედავად, ამ ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა არ გამოიყვანეს და ისინი სიკვდილისთვის გაწირეს - გიორგი ვოლსკი აგვისტოს ომზე

"ხალხის ძალა" ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებაზე საუბრობს. მათ განცხადებას მმართველ გუნდში აფასებენ:
"ხალხის ძალის" განცხადებაში მნიშვნელოვანი საკითხის დამატებაა საჭირო. პირველი, პრეზიდენტის ბრძანება 9 აგვისტომდე გამოიცა და არ აღიარებდნენ, რომ რუსეთი იყო ჩართული კონფლიქტში. არ მიმართეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს, მით უმეტეს, არც სასამართლოებს. გარდაუვალი საომარი მოქმედებების მიუხედავად, ამ ზონიდან მშვიდობიანი მოსახლეობა არ გამოიყვანეს და ისინი სიკვდილისთვის გაწირეს. რა თქმა უნდა, ეს განცხადება ამ თემას ეხმიანება, თუმცა ეს მათი შეხედულება, პოზიციაა. რა გაგრძელება მოჰყვება ამ განცხადებას, ამაზე პოზიცია ჯერ არ გვაქვს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.