“გარდაუვალია ეკონომიკური სტაგნაცია” – ოქრიაშვილის პასუხი კობახიძეს

დამოუკიდებელი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “ქართული ოცნება” საგარეო მიმართულების ცვლილებით და განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენების დევნით ეკონომიკურ პოლიტიკას ანგრევს.
მისივე შეფასებით, ასეთ სიტუაციაში ეკონომიკური სტაგნაცია გარდაუვალია.
მსურს, გამოვეხმაურო ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას, რომ თურმე, ბოლო 4 წელიწადში ქვეყნის ეკონომიკა 40 მილიარდი ლარით გაზარდეს. მარტივად რომ ავხსნათ, რა არის ეკონომიკა? ეს არის ყველა ბიზნესის ჯამი, ანუ საქართველოს ეკონომიკა წარმოადგენს საქართველოში არსებული ყველა ბიზნესის ჯამს. ეკონომიკას ხელისუფლება კი არ ზრდის, არამედ ბიზნესი და ბიზნესმენები ზრდიან და აშენებენ. ხელისუფლებას კი შეუძლია ხელი შეუწყოს ბიზნესს, რომ გაიზარდოს ეკონომიკა, ან პირიქით, გაატაროს ისეთი პოლიტიკა, რომელიც გამოიწვევს ბიზნესის, ანუ ეკონომიკის შემცირებას, რაც ხდება ახლა. თუკი 2012 წლიდან ხელისუფლებას ჰქონდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, რაშიც იგულისხმება არამარტო დაბალი გადასახადები და მარტივი სახელმწიფო ბიუროკრატია, არამედ ქვეყნის საგარეო კურსი, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, რამაც ბიზნესს ნდობა გაუჩინა საქართველოს, როგორც ქვეყნის მიმართ, დღეს ამ ყველაფერს ხელისუფლება თვითონვე ანგრევს, როგორც საგარეო მიმართულების ცვლილებით, ისე განსხვავებული აზრის მქონე ბიზნესმენების დევნით – იქნება ეს საინფორმაციო დარტყმები, თუ ბიზნესის შემზღუდავი და მარწუხებში მომქცევი კანონების მიღება. ამაშივე შედის სასამართლო სისტემის გაუმართავობა, ანდა სასამართლოს გარეშე ბიზნესის დასჯის მექანიზმები და ა.შ. ამ სიტუაციაში გარდაუვალია ეკონომიკური სტაგნაცია. გამოსავალია ახალი და ჭეშმარიტად დემოკრატიული მიდგომების დანერგვა საზოგადოებაში, მათ შორის ბიზნესში, ე.ი. ეკონომიკაში. მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მჯერა, რომ მოხდება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკის შემოტრიალება!” – წერს კახა ოქრიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა