ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარდაიცვალა ფილ დონაჰიუ - ამერიკელ და საბჭოთა მაყურებლებს შორის "ტელეხიდების" წამყვანი

18 აგვისტოს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა ამერიკელი ტელეწამყვანი, ფილ დონაჰიუ, რომელიც 1980-იან წლებში უძღვებოდა მნიშვნელოვანი სატელევიზიო დისკუსიების ციკლს აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის აუდიტორიებს შორის.
დონაჰიუ აშშ-ში ცნობილი იყო დღის საათების სატელევიზიო ტოქშოუს ჟანრის ფუძემდებლის რანგში.
პროგრამებს, რომლებსაც დონაჰიუ ცივი ომის პერიოდში უძღვებოდა, იცნობდნენ "მოქალაქეთა სამიტის" სახელით და ისინი მოიცავდა ერთდროულ მაუწყებლობას ორივე ქვეყნის ქალაქებიდან, რომლის დროსაც სტუდიაში მყოფი აუდიტორიის წევრები ერთმანეთს კითხვებს უსვამდნენ.
თავ-თავიანთი ქვეყნების აუდიტორიის მოდერატორები იყვნენ დონაჰიუ და საბჭოთა ტელევიზიის ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.