ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარდაიცვალა სოსო ჯაჭვლიანი

მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ყოფილი სპორტსმენი, მსახიობი, რეჟისორი და პარლამენტარი სოსო ჯაჭვლიანი. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა ოჯახის ახლობელმა.
სოსო ჯაჭვლიანი 1958 წლის 5 ივნისს დაიბადა.
მან 1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური აღზრდის ინსტიტუტი, 1995 წელს კი - თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.
სოსო ჯაჭვლიანი იყო რეჟისორი ფილმებისა „ჩემი პირველი სიყვარული“, „სვანი“, „მაიტა ნასოსი“. ის მონაწილეობდა ფილმებში „ნატვრის ხე“, „ფესვები“, „თეთრი ბაირაღები“ და ა.შ.
სოსო ჯაჭვლიანი 2012 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია "ქართული ოცნებიდან". ბოლოს კი იყო მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.