ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარდაიცვალა მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი

55 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი ზურაბ ბერიკაშვილი.
ზურა ბერიკაშვილის დის შვილმა, ანო მაისურაძემ, რამდენი საათის წინ დაწერა:
ამ 9 თვის განმავლობაში, იმდენი რამე და ვინმე გადავიაზრე, ვინ მოთვლის. დიდი განსაცდელი, დიდი გამოცდაა რა, მართლა. მიყვარხარ ზუკა და გული მეგლიჯება ყოველ წამს
გარდაიცვალა ზურა.
პანაშვიდები 14 და 15 სექტემბერს. მისამართი: თამარაშვილის 19ა.
გასვენება 16 სექტემბერს.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარში მსახიობი ზურა ბერიკაშვილი მოულოდნელად ცუდად გახდა. ინფარქტი გადაიტანა და გული საკმაოდ ხანგრძლივი დროით გაჩერდა. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმე იყო. ის გერმანიის ერთ-ერთ კლინიკაში ჰყავდათ.
ზურაბ ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი იყო.
თეატრალური სპექტაკლების გარდა, ზურაბ ბერიკაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული კინოფილმებსა და სატელევიზიო სერიალებში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.