გარდაბნის მერია – 350 ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცემა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერია 350 ოჯახს საახალწლო ნობათს გადასცემს.
კერძოდ, მათივე ინფორმაციით, სადღესასწაულო საჩუქრების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარებს, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის” და ა(ა)იპ გარდაბნის თერაპიულ ცენტრის ბენეფიციარებს სასურსათო ნობათები გადაეცემათ.
„სადღესასწაულო კალათები სხვადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 38 000 ლარს აღემატება.
აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი, შშმ და მზრუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ყოველ წელს სხვადასხვა სოციალურ პროგრამას ახორციელებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება