ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გარდაბანი ახალი წლის შესახვედრად ემზადება

გარდაბნის მუნიციპალიტეტში საახალწლო სამზადისი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.
ქალაქის ქუჩები და საზოგადოებრივი სივრცეები დეკორაციებითა და ილუმინაციებით მოირთო
გარდაბნის მერიის ინფორმაციით, 22 დეკემბერს, საკრებულოს მიმდებარე ცენტრალურ მოედანზე საზეიმოდ აინთება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.
„გარდაბანი წელს განსაკუთრებით ლამაზად არის მორთული, განათებებს შორის არის საახალწლო ილუმინაციები, რომელიც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით საჩუქრად გადმოეცა ჩვენს მუნიციპალიტეტს. ასევე, მათი ინიციატივითა და ორგანიზებით ჩვენი მოსახლეობისთვის საახალწლო განწყობის ასამაღლებლად, 3 იანვარს გარდაბანში, საკრებულოს მიმდებარე მოედანზე საახალწლო ღონისძიება გაიმართება. გელოდებით ყველას", - აცხადებს გარდაბნის მერი, დავით კარგარეთელი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.