ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაოგნებული ფოტოგრაფები მშობლებს ეკითხებოდნენ, რა ეროვნების იყო გოგონა... მან მსოფლიო პოდიუმი სამი წლის ასაკში დაიპყრო - ვინ არის და როგორ ცხოვრობს დღეს გოგო, რომელსაც წლების წინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვს უწოდებენ - Marao

გაოგნებული ფოტოგრაფები მშობლებს ეკითხებოდნენ, რა ეროვნების იყო გოგონა... მან მსოფლიო პოდიუმი სამი წლის ასაკში დაიპყრო - ვინ არის და როგორ ცხოვრობს დღეს გოგო, რომელსაც წლების წინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვს უწოდებენ - Marao
ამ გო­გო­ნამ მსოფ­ლიო პო­დი­უ­მე­ბის და­პყრო­ბა სამი წლის ასაკ­ში მო­ა­ხერ­ხა, რო­დე­საც პირ­ვე­ლად რეკ­ლა­მა­ში გა­და­ი­ღეს. ლა­ნია გრე­ი­სი ხუთი წლის იყო, რო­დე­საც მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი გო­გო­ნა უწო­დეს. ის არა­მარ­ტო გა­რეგ­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, არა­მედ ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბო­და თა­ნა­ტო­ლე­ბის­გან. არა­ვის ჰგავ­და და ამა­ყობ­და თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბით.
მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ბრენ­დე­ბი ერ­თმა­ნეთს ეცი­ლე­ბოდ­ნენ, რათა პა­ტა­რა მო­დე­ლის მშობ­ლე­ბის­თვის მომ­გე­ბი­ა­ნი კონ­ტრაქ­ტე­ბი შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნათ. თუმ­ცა, ბოლო დროს ლა­ნია ხში­რად აღარ ახა­რებს თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­მო­ჩე­ნით; ის უკვე სხვა, რო­გორ ამ­ბობს, უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საქ­მე­ე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი.
გო­გო­ნა 2004 წელს და­ი­ბა­და და მშობ­ლებ­მა პირ­ვე­ლი­ვე თვე­ე­ბი­დან შე­ნიშ­ნეს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზი იყო. თუმ­ცა იმ მო­მენ­ტში ამას დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას არ ანი­ჭებ­დნენ და გულ­წრფე­ლად თვლიდ­ნენ, რომ ყვე­ლა პა­ტა­რა ბავ­შვი ლა­მა­ზი იყო.
ლა­ნეა სამი წლის იყო, როცა დე­დას­თან და მა­მას­თან ერ­თად კა­პი­ტო­ლას სა­ნა­პი­რო­ზე კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში ის­ვე­ნებ­და. გო­გო­ნას მა­მამ, თო­მას სტი­ვენ­სონ­მა, რამ­დე­ნი­მე ფოტო გა­და­უ­ღო და სან-ფრან­ცის­კო­ში მდე­ბა­რე სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტო FORD-ს გა­უგ­ზავ­ნა.
მალე აგენ­ტმა გო­გო­ნას მშობ­ლებს და­უ­რე­კა და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა შეს­თა­ვა­ზა. კონ­ტრაქ­ტის ხელ­მო­წე­რი­დან ერთი თვის შემ­დეგ, ლა­ნე­ას პირ­ვე­ლი გა­და­ღე­ბა ჰქონ­და.
გო­გო­ნა სუ­ლაც არ იყო მორ­ცხვი, ის მხი­ა­რუ­ლად პო­ზი­რებ­და კა­მე­რის წინ და იცი­ნო­და. მის­თვის ეს ერ­თგვა­რი თა­მა­ში და გარ­თო­ბა აღ­მოჩ­ნდა.
გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ფო­ტოგ­რა­ფე­ბი მშობ­ლებს ეკი­თხე­ბოდ­ნენ, თუ რა ეროვ­ნე­ბის იყო გო­გო­ნა, რად­გან მა­ნამ­დე ასე­თი მე­ტყვე­ლი თვა­ლე­ბი არას­დროს ენა­ხათ. მათ ბავ­შვს თვა­ლის უჩ­ვე­უ­ლო ფე­რი­სა და ჭრი­ლის გამო, ელფი უწო­დეს. ლა­ნე­ას ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხი ჰყავს, მისი წი­ნაპ­რე­ბი იყ­ვნენ ფი­ლი­პი­ნე­ლე­ბი, ეს­პა­ნე­ლე­ბი...
პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­და­ღე­ბის შემ­დეგ, ახალ­გაზ­რდა მო­დე­ლის კა­რი­ე­რა სწრა­ფად გან­ვი­თარ­და. FORD-ის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სას რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გრე­ის­მა შთამ­ბეჭ­დავ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. გო­გო­ნას დედა, არი­ელ სტი­ვენ­სო­ნი, მთელ დროს ქა­ლიშ­ვილს უთ­მობ­და. ამას­თან, ის გო­გო­ნას გა­და­ღე­ბებ­ზე სი­ა­რულს არ აი­ძუ­ლებ­და, პი­რი­ქით, ყვე­ლა გა­და­ღე­ბა თუ გა­და­ცე­მა­ში სტუმ­რო­ბა პა­ტა­რა ლა­ნე­ას­თვის მხო­ლოდ თა­მა­ში, სა­ხა­ლი­სო და ამა­ღელ­ვე­ბე­ლიც კი იყო.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ლა­ნე­ას მო­უ­წია მოკ­ლე კა­რი­ე­რუ­ლი შეს­ვე­ნე­ბა აეღო, რად­გან კბი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა და ბრე­კე­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უ­წია. ამ პე­რი­ოდ­ში აღარ მო­ნა­წი­ლე­ობ­და გა­და­ღე­ბებ­ში და შო­უ­ებ­ში. შემ­დეგ კი სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტომ მას­თან კონ­ტრაქ­ტი შე­წყვი­ტა.

არქივის შესახებპირველწყარო: marao.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.