ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

განცხადება ბათუმის სამუსიკო სკოლაში - "აჭარის განათლების სამინისტრო 29-ში აქციაზე წასვლას აფინანსებს"

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტრო 29 აპრილს თბილისში დაორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე წამსვლელთა ტრანპორტირებას უზრუნველყოფს - ამის შესახებ ინფორმაციას "ბათუმელები" ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სამუსიკო სკოლაში განცხადება 26 აპრილს, დირექციის მიერ იყო გამოკრული.

"ჩვენ პედაგოგები [მიგვყავს]. თუ მშობელი ხართ და თბილისში გინდათ წასვლა „ოცნების“ ოფისში მიდით და იქიდან წაგიყვანენ," - თქვეს სამუსიკო სასწავლებელში.

აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მათ მსგავსი დავალება არ გაუციათ.

მსგავსი დავალება, რომ სკოლაში, კონსერვატორიაში განთავსდეს, არ გამიცია არც მე და არც სამინისტროს სახელით არავის . თუმცა, რატომ გაჩნდა ეს წარწერა მე ამას აუცილებლად გავარკვევ" - უთხრა „ბათუმელებს“ აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა სამუსიკო სკოლის დირექტორს, ნინო ჩაიძეს, რომელმაც დაადასტურა, რომ განცხადება ნამდვილად იყო გამოკრული, თუმცა თქვა, რომ უკვე გამოცვალა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.