განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „ევროპის სახალხო პარტიისა“ და „ალდეს“ წარმომადგენლები, ძალიან აქტიურობდა უკრაინის დელეგაცია, რომელიც უდიდესი შემადგენლობით დაეთანხმა საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოში არ ყოფილიყო ცნობილი

განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „ევროპის სახალხო პარტიისა“ და „ალდეს“ წარმომადგენლები, ძალიან აქტიურობდა უკრაინის დელეგაცია, რომელიც უდიდესი შემადგენლობით დაეთანხმა საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება ევროსაბჭოში არ ყოფილიყო ცნობილი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), საპარლამენტო დელეგაციის წევრმა, “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე 2025 წლის იანვარში განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ ოპოზიციონერებისა და არასამთავრობოებისგან შემდგარი დელეგაციის აქტიური მუშაობის შედეგად, საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საკითხი დღის წესრიგში დადგა.
მიქანაძის განცხადებით, ამ მხრივ, განსაკუთრებით აქტიურობდა „ევროპის სახალხო პარტია“, „ალდე“ და უკრაინის დელეგაცია, რომელმაც დიდი უმრავლესობით მხარი დაუჭირა საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის საკითხს „ოფიციალურ კონტექსტში, შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც პირველ დღეს გაიხსნა სესია, საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარემ დააყენა საკითხი, ხომ არ არის ვინმეს მხრიდან რომელიმე დელეგაციასთან მიმართებით მისი უფლებამოსილების არცნობის საკითხი და ამ შემთხვევაში, შვედეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა დააყენეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის თაობაზე საკითხი, რასთან დაკავშირებითაც, შემდგომში პროცედურაა, რომ გარკვეული რაოდენობა დეპუტატების უნდა წამოდგნენ ფეხზე და მხარი დაუჭირონ ამ პოზიციას იმისთვის, რომ ეს საკითხი, როგორც გადაუდებელი დებატების საკითხი, რომელიც დღის წესრიგით არ იყო გათვალისწინებული, უნდა ჩამჯდარიყო დღის წესრიგში.
შესაბამისად, როგორც ჩანს, წინასწარ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს ჰქონდათ მობილიზებული შესაბამისი რაოდენობის პოლიტიკოსები, განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ „ევროპის სახალხო პარტიისა“ და „ალდეს“ წარმომადგენლები და ძალიან აქტიურობდა უკრაინის დელეგაცია, რომელიც ფაქტობრივად, უდიდესი შემადგენლობით დაეთანხმა იმ საკითხს, რომ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება არ ყოფილიყო ცნობილი.
ეს საკითხი მიღებულ იქნა მხედველობაში და ამ პოზიციონირების საფუძველზე აისახა საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგში და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტს დაევალა, რომ ჯერ საკომიტეტო დონეზე განეხილა ეს საკითხი და შემდგომში თავისი პოზიცია წარმოედგინა.“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ. მისი განცხადებით, ევროსაბჭოში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს პირდაპირ ეუბნებოდნენ, რომ დღის წესრიგში მხოლოდ ერთი საკითხი – საქართველოს პარლამენტის მიერ წარმოდგენილი ახალი დელეგაციის უფლებამოსილების არცნობა იდგა. როგორც კულუარულად, ასევე, პირდაპირი კონტაქტების საფუძველზეც, დელეგაციის ხელმძღვანელს და დელეგაციის წევრებს, პირდაპირ გვეუბნებოდნენ, რომ დღის წესრიგში იდგა მხოლოდ ერთი საკითხი – არ ყოფილიყო საქართველოს პარლამენტის მიერ წარდგენილი ახალი დელეგაციის უფლებამოსილება ცნობილი. ჩვენ ვხედავდით, რომ ის ადამიანები, რომლებიც დაგისახელეთ, ამ კონტექსტში აქტიურობდნენ და მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ამ მიზნისთვის მიეღწიათ.“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.
Previous: შიდა და გარე ძალების სიმბიოზი საქართველოში ანტიდასავლურ განწყობებს თესავს. თან ირწმუნებიან, რომ მათი მარცხის მიზეზი ფსევდო ლიბერალური ძალების ერთობის ნაკლებობაა, სინამდვილეში სიმართლის დეფიციტი აქვთ

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული