ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

განსაზღვრულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულო გახდა

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმად, 1-ლი დეკემბრიდან 1-ელ მარტამდე, განსაზღვრულ ზონებსა და გზის მონაკვეთებზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალების ზამთრის საბურავებით აღჭურვა სავალდებულო გახდა.
ასევე მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, შესაძლოა დამატებითი მოთხოვნა დაწესდეს ზამთრის საბურავებთან ერთად მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების აღჭურვასთან დაკავშირებით.
კანონპროექტის მიხედვით, "აღნიშნულ მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, პირს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება - სანქციად წესდება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულების 5 ქულით შემცირება. ზამთრის საბურავების ტექნიკური მახასიათებლები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება".
კანონპროექტი 13 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.