განიხილება სანქციები მათზეც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული – ო’ბრაიენი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოში საქნციები შეიძლება დაუწესდეთ არა მხოლოდ მათ, ვინც კორუფციით სარგებელს იღებს, ასევე მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული.
ამის შესახებ მან აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოსმენისას განაცხადა, სადაც „ევროპის მომავლის“ შესახებ მოსმენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს საკითხიც განიხილეს.
სახელმწიფო მდივნის მოადგილეს საქართველოს შესახებ კითხვა სენატორმა ჯინ შაჰინმა დაუსვა, რომელმაც განაცხადა, რომ აშშ-მ ფინანსური სანქციები უნდა დაუწესოს მათ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე და იმ ქმედებებზე, რამაც საქართველო არსებულ სიტუაციამდე მიიყვანა.
ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, აშშ საქართველოსთვის ყველა დახმარების გადახედვის პროცესშია და ძალიან სურთ, მხარი დაუჭირონ ყველაფერს, რაც ქვეყანას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაში დაეხმარება.
მისი თქმით, აშშ-მ საქართველოსთან უკვე გადადო სამხედრო წვრთნები და გააგრძელებენ იმის გადახედვას, კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ.
„თქვენ სანქციების შესახებ იკითხეთ. ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ჩვენ ვარიანტებს, წინასწარ არაფრის თქმას ვაპირებ, მაგრამ ამას განვიხილავთ. ეს მხოლოდ მათ არ ეხებათ, ვინც კორუფციით სარგებელს იღებს, ეს ეხებათ მათაც, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევაშია ჩართული, ისე, როგორც ეს მაგნიცკის აქტშია“, – განაცხადა ჯეიმს ო’ბრაიენმა.
ამასთან, ჯეიმს ო’ბრაიენის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტიისთვის ნათელი უნდა იყოს, რომ უკან დასაბრუნებელი გზა არსებობს იმ შემთხევავაში თუ ისინი შემდეგ ნაბიჯებს გადადგამენ:
· უნდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძალადობის გარეშე;
· გამჭვირვალობისთვის, რომელიც მათ სურთ, შეუძლიათ „უცხოეთის აგენტების“ კანონის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა, ვიდრე რუსულთან;
· ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებისთვის არ ჰყავდეთ ჩინეთი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ