განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, პოლიციამ ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავა

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, პოლიციამ ბათუმში თურქეთის მოქალაქე დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თურქეთის მოქალაქეს ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე – ჰ. ქ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ყოფით ნიადაგზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობს – თურქეთის მოქალაქეს, 1984 წელს დაბადებულ ბ. ს.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს.
პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჰ. ქ. ბრალდებულის სახით დააკავა.
დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა