ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"განვაგრძობთ ინვესტირებას. გვაქვს მოლაპარაკებები" – თეა ზაქარაძე თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდაზე

"განვაგრძობთ ინვესტირებას. გვაქვს მოლაპარაკებები" – თეა ზაქარაძე თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობის ზრდაზე

“აქტიურად ვმუშაობთ იმაზე, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუდმივად იყოს მზადყოფნაში ყველანაირი ტრაფიკისთვის, როგორც 2026-2027 წლებში და ასევე შემდეგაც”- ამის შესახებ თბილისისა და ბათუმის ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ განაცხადა.
ზაქარაძის თქმით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის მატებაა და TAV Georgia ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გაზრდილი ტრაფიკი უპრობლემოდ გაატაროს.
როგორც ცნობილია კომპანიას თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მართვის ხელშეკრულება 2027 წელს ეწურება და ამ ფონზე საინტერესოა, რა ტიპის კომუნიკაციაა ოპერატორ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის.
“ამ მოლაპარაკებებზე ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ გეტყვით იმას, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა რაოდენობის საკმაოდ კარგი მატება გვაქვს და შესაბამისად ჩვენ ვმუშაობთ იმაზე რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მუდმივად იყოს მზადყოფნაში ყველანაირი ტრაფიკისთვის 2026-ში, 2027-შიც და მერეც… შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები მხოლოდ აეროპორტის 2027-28 წლებში მზაობის თაობაზე, რომ აეროპორტი მზადყოფნაში იყოს იმ მომატებული ტრაფიკისთვის, იმ მგზავრთნაკადისთვის რაც დღეს გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში” - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.
კითხვაზე განაგრძობს თუ არა TAV Georgia-ს ინვესტიციების განხორციელებას, თეა ზაქარაძე აცხადებს, რომ “ჩვენ განვაგრძობთ ინვესტირებას. გავაგრძელებთ 2026-შიც და 2027-შიც, დანარჩენი კი უკვე როგორც სახელმწიფო გადაწყვეტს”.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.