ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

განგვონში ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიმართება

2024 წლის 19 იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, სამხრეთ კორეის პროვინცია განგვონში რიგით მე- 4 ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები გაიმართება.
სპორტის 7 სახეობის 15 დისციპლინაში მონაწილეობას 1900-მდე სპორტსმენი მიიღებს, მათ შორის საქართველოდან სპორტის 3 სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, ციგაობა) 6 სპორტსმენი იასპარეზებს.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე სეოკის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: kartuli.kvira.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.