განათლების ხარისხის ცენტრის განცხადების შემდეგ, სამი თანამშრომელი პოზიციას ტოვებს
დღეს, 15 მაისს, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გაავრცელა განცხადება, რომელიც მოუწოდებს კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტებს, რომლებმაც არ მოაწერეს ხელი 38 უმაღლესი სასწავლებლის ერთობლივ განცხადებას უზრუნველყონ სასწავლო პროცესის შეუფერხებელი განხორციელება, რათა არ მოხდეს აკრედიტაციისა და ავტორიზაციის სტანდარტების დარღვევა.
განათლების ხარისხის განივთარების ცენტრის განცხადების გავრცელების შემდეგ, ცენტრის სამი თანამშრომელი - ლუკა ბერაია, გიორგი ოდოშაშვილი და ნინო დოლიძე - პროტესტის ნიშნად თანამდებობას ტოვებს.
14 მაისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 20 მაისამდე შეაჩერა.
13 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან სტუდენტებმა მიიღეს შეტყობინება, რომ გაფიცულ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად დამატებით დროს აძლევს.
გუშინ, 13 მაისს, პარლამენტის მიმდებარედ აქციის ძალადობრივად დაშლის, მომიტინგეების ცემისა და დაკავებების პარალელურად, იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი III მოსმენით, კომიტეტის დაწყებიდან 1 წუთში მიიღო. პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის მე-3 მოსმენით განხილვა დღეს, 14 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.
ივანიშვილის ხელისუფლებას უკვე მეორედ სურს გასულ წელს მოქალაქეების პროტესტით შეჩერებული რუსული კანონის მიღება. ქართულმა ოცნებამ კანონპროექტის პირვანდელი ფორმულირებიდან მხოლოდ სიტყვა "აგენტი" ამოიღო და ის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით შეცვალა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.