განათლების სამინისტრო საიმიჯო ვიდეორგოლისთვის ბიუჯეტიდან 136 000 ლარს დახარჯავს

განათლების სამინისტრომ საიმიჯო ვიდეორგოლისთვის ტენდერი გამოაცხადა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 136 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას BMG ავრცელებს. გამოცემა ტენდერის დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ ვიდეო უნდა იყოს ზოგადი განათლების სისტემის საიმიჯო ვიდეორგოლი.
“ვიზუალური მასალა უნდა იყოს მაღალი ესთეტიკური ხარისხის და ემოციურად მიმზიდველი; ტიპაჟები/მსახიობები (არა ცნობადი სახეები) სპეციალურად შერჩეული უნდა იყოს სცენარის შესაბამისად” – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ვიდეორგოლის შინაარსობრივ ნაწილში მკაფიოდ უნდა აისახოს ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებები და უზრუნველყოფილი იყოს მათი ვიზუალური აღქმა. ვიდეო უნდა ასახავდეს თანამედროვე, მოწესრიგებულ და უსაფრთხო სასკოლო გარემოს, სადაც ნათლად ჩანს რეფორმის შედეგად განხორციელებული ცვლილებები და მათი გავლენა სასკოლო ცხოვრებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)