ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

განათლების სამინისტროსთან 123-ე სკოლის პედაგოგებისა და მშობლების აქცია დასრულდა

განათლების სამინისტროსთან 123-ე სკოლის პედაგოგებისა და მშობლების აქცია დასრულდა. მათ სამინისტროს რამდენჯერმე მიმართეს, რომ უწყების ოფიციალური წარმომადგენელი შეხვედროდათ, თუმცა უშედეგოდ.
აქციის მონაწილეებმა, უწყებაში ოფიციალური წერილიც გაგზავნეს და მინისტრთან, გიორგი ამილახვართან შეხვედრა მოითხოვეს, რის შემდეგაც ტერიტორია დატოვეს.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი ერთიანი ძალებით გაგრძელდება.
"ჩვენ არ ვაპირებთ გაჩუმებას, მხარს ვუჭერთ თამარ ლოსაბერიძეს. ყველა ზომაა მივმართავთ სამართლიანობისთვის. შევიმუშავებთ სამომავლო სტრატეგიებს და საერთო ძალებით ვიმოქმედებთ. კანონის ფარგლებში, მოვითხოვთ, რომ მოგვისმინონ", - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.
ცნობისთვის, პროტესტის მიზეზი ის გარემოება გახდა, რომ 123-ე სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ ლოსაბერიძე სკოლის დირექტორთა შესარჩევ კანდიდატებს შორის არ დაასახელეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.