განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2023 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა, რომელიც განათლების მინისტრმა გახსნა.
გიორგი ამილახვარმა სტუმრებს სიტყვით მიმართა, კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა და, სტუდენტების მხარდაჭერის კუთხით, ცენტრის დაარსების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც 2014 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დაფუძნდა.
უწყების ხელმძღვანელმა, სპეციალური პრიზები გადასცა საქართველოში საფრანგეთის, აშშ-ის, იტალიის, ჩინეთისა და უნგრეთის საელჩოებს 2023 წელს მჭიდრო თანამშრომლობისთვის. წარმატებულ კურსდამთავრებულს ბარბარე ყიფიანის სახელობის პრემია გადაეცა.
2014-2023 წლების განმავლობაში, სტუდენტებისთვის გამოყოფილმა დაფინანსებამ 42 მილიონ ლარს გადააჭარბა. 2023 წელს, საზღვარგარეთ განათლების მიღების მიზნით, 200-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე დაფინანსდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა