“განათლების რეფორმის” ორი მთავარი მიზანი – “უნივერსიტეტების დამორჩილებაც ადვილად მოხდება”

განათელის პოლიტიკის ექსპერტი, განათლების საერთაშორისო საზოგადოების (CIES) და PHI BETA DELTA INTERNATIONAL SCHOLARS – წევრი, განათლების საერთაშორისო კონსულტანტი მოლდავეთში, უკრაინაში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, საქართველოში, შალვა ტაბატაძე, ქართული ოცნების განათლების რეფორმის პრეზენტაციას ეხმაურება და ამბობს:
პირველი, რაც თვალნათლივ ჩანს, ეს არის, რომ საქართველო უნდა დაშორდეს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს. ყველა იმ ინიციატივისგან, რომელიც წარმოდგენილია, ეს იქნება 11 წლიან სწავლებაზე გადასვლა, მაგისტრატურის 1 წლამდე დაყვანა, ეს იქნება უნივერსიტეტების ავტონომიურობის შემცირება, დაფინანსების ნაწილში მხოლოდ სახელმწიფო დაფინანსება, აკადემიური თავისუფლების შეზრუდვა თუ ა.შ., ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქართველო აღარ უნდა იყოს ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ნაწილი და ეს მიზანიც, ფაქტობრივად, ცალსახად გაცხადებულია. მეორე მიზანი, რა თქმა უნდა, არის ისედაც დამორჩილებული უნივერსიტეტების მეტად დამორჩილება. ვგულისხმობ წმინდად მმართველობითი თვალსაზრისით, ერთადერთი სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელიც არ არის დამორჩილებული და ამ რეორგანიზაციის შედეგად ეს დამორჩილებაც მარტივად მოხდება, იმიტომ, რომ რეორგანიზაციას ახლავს მმართველი რგოლის და მმართელობითი სისტემის შეცვლა.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: მარტო შალვა პაპუაშვილი ხომ არ არის წმინდა ძროხა, რომლის გინების გამოც ადამიანებს ციხეში უშვებ?! ვახომ რა დააშავა, იაგომ რა დააშავა, ირაკლიმ რა დააშავა ან სხვა ვიღაცამ რა დააშავა?