ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

განათლების მინისტრობის კანდიდატი - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ ყაველაშვილი კომპეტენტური და ღირსეული ადამიანია - აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც კანონმდებლობა მოითხოვს

განათლების მინისტრობის კანდიდატი - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ ყაველაშვილი კომპეტენტური და ღირსეული ადამიანია - აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც კანონმდებლობა მოითხოვს

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ ყაველაშვილი კომპეტენტური და ღირსეული ადამიანია - აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატმა, ალექსანდრე წულაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად, მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ყაველაშვილის კანდიდატურა გუნდის მიერაა დასახელებული.
„მიხეილ ყაველაშვილი გუნდის მიერ დასახელდა. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ის კომპეტენტური და ღირსეული ადამიანია. ის აკმაყოფილებს ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ჩვენი კანონმდებლობა მოითხოვს“,- განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილი იქნება. „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.