განათლების მინისტრი ოპოზიციაზე – პარლამენტის დარბაზში ვხედავთ ცარიელ სკამებს, სწორედ ასეთი დაცარიელებულები არიან შინაარსისგან და ასეთ შედეგებსაც მიიღებენ უახლოეს არჩევნებში

დღეს მე მგონი, ყველაზე ნათლად გამოჩნდა კიდევ ერთხელ ამ დარბაზში, ვის ადარდებს განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობის პოლიტიკა, თორემ კითხვების და პრობლემების მეტი რა არის, შეეძლოთ ეს შესაძლებლობა გამოეყენებინათ, ვხედავთ ცარიელ სკამებს, სწორედ ასეთი დაცარიელებულები არიან შინაარსისგან და ასეთ შედეგებსაც მიიღებენ უახლოეს არჩევნებში, – ასე გამოეხმაურა განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი ოპოზიციის ნაწილის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას.
ამილახვარმა მმართველ გუნდს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენი გუნდი კიდევ უფრო გაცილებით ფართომასშტაბიანად, მხოლოდ ეს ფლიგელი არ ეყოფა, არამედ ეს მხარეც საჭირო გახდება და სწორედ ამ ტემპით, ამ შემართებით გავაგრძელებთ ყველა იმ პრობლემასთან ჭიდილს, რომელიც დღეს ჩვენს სფეროში გვაქვს. ამ შესაძლებლობას გამოვიყენებ, ალბათ, ამ მოწვევის პარლამენტში აღარ მექნება და თითოეულ კოლეგას მინდა უმრავლესობიდან მადლობა გადაგიხადოთ, ბევრი წუთი, საათი გაგვიტარებია, ამ და სხვა დარბაზებში ამ შენობაში, ერთად გვიბრძოლია, ერთად გაგვიკეთებია საქვეყნო და ეროვნული საქმე და თითოეულ თქვენგანს მეგობრობისთვის მინდა მადლობა გითხრათ. ჩემი მხრიდან პატივი იყო და არის თქვენი გუნდის წევრობა“, – განაცხადა ამილახვარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – გვექნება შეჯიბრი არა ასაკით, არამედ საქმით! – პარტიაში იყო „საბოტაჟნიკების“ ჯგუფი, რომელმაც შემდეგ პოლიტიკური ძალა საბანკო ოლიგარქიასთან ერთად შექმნა, ახლა ინსტრუმენტებს კეთილსინდისიერ ადამიანებს მივცემთ!

ზურაბ ჯაფარიძე – ყველა პოლიტიკური ლიდერი, რომელმაც 2024 წელს, ჯამში, მოუგო „ოცნებას“, აღმოჩნდება ან ციხეში ან ქვეყნის გარეთ – როგორც ადვოკატები მეუბნებიან, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე განაჩენი მალე დადგება, აგვისტოს არ გადასცდება