განათლების მინისტრი – თამარ ქიტიაშვილმა პროფესიული უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა – გარკვეული აცდენები იყო იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც მე და სამინისტროს გვქონდა

თამარ ქიტიაშვილმა დატოვა უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია – გარკვეული აცდენები იყო იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც მე და სამინისტროს გვქონდა დასახული. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ხელმძღვანელი შეცვლილიყო, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა.
მისივე თქმით, მომავალ კვირაში გახდება ცნობილი, თუ ვინ გახდება პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი.
„ვადასტურებ, თამარ ქიტიაშვილმა დატოვა უნარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიცია. აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს უნარების სააგენტოს დამფუძნებლებმა და შესაბამისად, ბორდის აბსოლუტურმა უმრავლესობამ. მე მას ვესაუბრე, მან საკმაოდ წარმატებული წლები განვლო, როგორც სააგენტოში, ასევე პროფესიული განათლების მიმართულებით ბევრი საქმე გააკეთა, თუმცა იყო გარკვეული აცდენები იმ პოლიტიკის განხორციელების მექანიზმებში, რომელიც მე და სამინისტროს გვქონდა დასახული. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ხელმძღვანელი შეცვლილიყო“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: თუ დადგინდება, რომ ასეთი საქმიანობა ეხმარება ოკუპანტის ინტერესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი შეფასების საგანი კი არა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გახდეს