არქივი17 ივნისი, 2024, 13:40
განათლების მინისტრის განცხადებით, ევროპიდან სანქციებს არ ელოდება
[ევროპიდან სანქციებს] არ ველოდები. დანარჩენი, უკვე ვნახოთ, გამოჩნდება, - ასე უპასუხა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა შეკითხვას, აშშ-ს სანქციების შემდგომ, სანქციების დაწესებას ევროკავშირიდანაც ხომ არ ელოდება.
მინისტრის განმარტებით, სანქციების დაწესების არანაირი საფუძველი არ არის.
„არც მე არ ველოდები [ევროპულ სანქციებს]. იმიტომ, არ ველოდები, რომ ამის არანაირი საფუძვლები არ არის და მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს ჩვენ პარტნიორებთან. მკითხეთ, გითხარით, არ ველოდები. დანარჩენი, უკვე ვნახოთ, გამოჩნდება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.