ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გამჭვირვალობის შესახებ კანონში არ არის დადგენილი არავითარი შეზღუდვები - პრემიერი

გამჭვირვალობის შესახებ კანონში არის გამოყენებული აბსოლუტურად ნეიტრალური ტერმინოლოგია, არ არის დადგენილი არავითარი შეზღუდვები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„არ ვიცი, რამდენია ჯამში იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, არა მგონია, რომ 500-ზე ბევრად მეტი იყოს. რეალურად, ამ ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა შეიტანა განაცხადი რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც არის აბსოლუტურად მისასალმებელი. ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ არავითარ სტიგმატიზაციას ეს კანონი არ იწვევს. ამ კანონში არის გამოყენებული აბსოლუტურად ნეიტრალური ტერმინოლოგია, არ არის დადგენილი არავითარი შეზღუდვები და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.