ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გამჭვირვალობით გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა - ირაკლი კობახიძე

გამჭვირვალობა ბევრ რამეს დააზღვევს, გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. ამიტომ ეშინიათ ვიღაცებს გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება" განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, გამჭვირვალობის კანონი ხელს შეუწყობს იმას, რომ თვისებრივად გაიზრდება დონორების პასუხისმგებლობის საკითხი.
„მათ შორის იქ უამრავი ფაქტი ამოვარდება. საზოგადოება გაიგებს, ვინ აფინანსებდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მოძრაობას „სირცხვილია", ან ისეთ ორგანიზაციებს, როგორიც არის მაგალითად „წერტილი", „ტალღა" და ა.შ რომლებიც ღიად თავს ესხმიან მართლმადიდებელ ეკლესიას, პირდაპირ ეწევიან პროპაგანდას მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ეწევიან ნარკოტიკების პროპაგანდას, ათას მანკიერებაში არიან ჩართული, პირდაპირ ჩართული არიან რადიკალიზმის გაღვივებაში. როდესაც საზოგადოება ამ ყველაფერს ნახავს, როცა საზოგადოებისთვის გამჭვირვალე გახდება ინფორმაცია იმის შესახებ, ვინ აღვივებს ამ ქვეყანაში პოლარიზაციას, ვინ ესხმის თავს მართლმადიდებელ ეკლესიას, ვინ ეწევა ლგბტ პროპაგანდას და ა.შ, ეს გამჭვირვალობა ხომ ბევრ რამეს დააზღვევს, ხომ გაუჭირდებათ, ღიად უცხოური დაფინანსებით გააგრძელონ მაგალითად ეკლესიაზე თავდასხმა, ან აწარმოონ ლგბტ პროპაგანდა და ა.შ. რა თქმა უნდა, ამაზე უკან დაიხევენ. ამიტომ ეშინიათ ვიღაცებს გამჭვირვალობის, რომ მოუწევთ კონკრეტულ არასწორ პრაქტიკაზე უარის თქმა", - აღნიშნა პრემიერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.