“გამწარებული დედის ღია წერილი საქართველოს პროკურატურას – SOS! ახლა სოცქსელებით აყალბებთ საქმეს?” – ეკა კუპატაძე

მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე, სოციალურ ქსელში სქრინებს აქვეყნებს და წერს:

გამწარებული დედის ღია წერილი საქართველოს პროკურატურას.
მოგესალმებით!
მე ვარ არასრულწლოვნების ჯგუფის მიერ მოკლული ექიმის/მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა.
საქმე გახმაურებულია, ვიცი იცნობთ, ამიტომ არ აღვწერ დეტალურად.
მოვითხოვ ღიად, საჯაროდ, განმარტოთ,
1) რატომ ქონდა არასრულწლოვანთა საქმის მასალებთან წვდომა ვიღაც Lev Van-ს ?
2) მე რატომ არ ვიცნობ იმ დეტალებს სადაც გიგა ავალიანი ,,სასიყვარულო მესიჯებს უგზავნის მოსწავლეებს”?!
(ვციტირებ Lev Vani-ს კომენტარიდან და ვვურთავ სურათის სახით).
❗SOS ახლა სოცქსელებით აყალბებთ საქმეს❗
3) როგორც თვითონ ამბობს, იურისტია და გაეცნო საქმის მასალებს.
გიგა ავალიანს არ ეკადრება, ასეთი ლექსიკონის იურისტებმა იძიონ მისი საქმე, არც სახელმწიფოს ეკადრება, სხვათა შორის!
❗ამის საფუძველზე, მკაცრად მოვითხოვ, საქმე წავიდეს ხელახალ წარმოებაში!
4) სახეზე გვაქვს, საჯარო მუქარა. სასწრაფოდ მიიღეთ ზომები, რომ მერე ახალი მკვლელობის საქმეც არ გაგიხდეთ გასაყალბებელი, თორემ ვეღარ გაგვიყალბებთ, რადგან უკვე ვიცით თქვენი ხელწერა, ნდობა დავკარგეთ და ვერ გაგვაცურებთ, რასაც Lev-Van-ები არ გაპატიებენ!
მოვითხოვ წერილზე პასუხს ღიად და სასწრაფოდ.
პატივისცემით (ჯერ კიდევ), გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)