"გამოხტომა“ - ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“, ნერიმან ცინცაძე დიუშენის ბავშვების სოლიდარობის პეტიციაზე (ვიდეო)
n.news.genews.ge-ის არქივი
"გამოხტომა“ - ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“, ნერიმან ცინცაძე დიუშენის ბავშვების სოლიდარობის პეტიციაზე.
მან დღეს, 29 მაისს, ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, ასევე გააკრიტიკა აქტივისტები, რომლებიც წამლის მოთხოვნის მიზნით ქუჩებში ხელმოწერებს აგროვებენ.
„ყველა კუთხე-კუნჭულში რომ გამოხტებიან... უნივერსიტეტში მივდიოდი და მართლაც გამოხტა, - „ხელს ხომ არ მოაწერთ პეტიციასო“, გადავწყვიტე არ ავყოლოდი, რადგან ისეთი ცუდი რამე არ მეთქვა, რაც მინდოდა რომ მეთქვა. მინდოდა რაღაც ძალიან ცუდი პასუხი გამეცა“- თქვა ნერიმან ცინცაძემ.
„ნუ სპეკულირებთ ამ თემით“ - თქვა მან დიუშენის მქონე ბავშვების დასახმარებლად მიმართულ საზოგადოებრივ კამპანიაზე, იმის ფონზე, როცა დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები თვეზე მეტია ღამეს ათევენ პარლამენტთან წამლების მოთხოვნით და კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა, ჯერჯერობით, ამაოდ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.