ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გამოცემა NOS - ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

გამოცემა NOS - ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა

ჰააგაში ანტიიმიგრაციული დემონსტრაციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა, - ინფორმაციას გამოცემა NOS-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, დემონსტრაციის მონაწილეები ქვეყანაში მოქმედ თავშესაფრის მინიჭების პოლიტიკას აპროტესტებენ.
თავდაპირველად დემონსტრაცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, თუმცა ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც შავებში ჩაცმული ახალგაზრდები ავტომაგისტრალზე გავიდნენ.
პოლიციის განცხადებით, დემონსტრანტებმა სამართალდამცველებს ქვები და ბოთლები ესროლეს, ასევე, პოლიციის ავტომობილს ცეცხლი წაუკიდეს.
პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.